რეფერენდუმი ყირიმში

ეშტონი: ყირიმის ე.წ. რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

midnimo.com

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის თქმით, ყირიმის ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

"მე ისევ მოვუწოდებ რუსეთს, შეხვდეს უკრაინელ ლიდერებს და დიალოგი დაიწყოს. სცადოს ვითარების დეესკალაცია, რაც შეიძლება მალე", - აღნიშნავს ეშტონი.

ეშტონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს, უბრალოდ, არ შეუძლია, უკან დაიხიოს და ეს ვითარება დაუშვას. მისი თქმით, "მინისტრებმა ყურადღებით უნდა იფიქრონ პასუხზე".

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან.

კომენტარები