ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

მაკკეინი: საჭიროა ამერიკისა და პუტინის ურთიერთობის ფუნდამენტური გადაფასება

სენატორმა ჯონ მაკკეინმა CNN-ის ეთერში თქვა, რომ საჭიროა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის "ფუნდამენტური გადაფასება".

მაკკეინის თქმით, არ შეიძლება არსებობდეს გადატვირთვის ღილაკები და არ შეიძლება პუტინისთვის იმის თქმა, რომ "უფრო მოქნილი ვიქნები". "მოექეცით ისე, როგორც იმსახურებს. ეს არ ნიშნავს ცივი ომის ხელახლა დაწყებას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ინდივიდს, რომელსაც სჯერა, რუსეთის ძველი იმპერია აღდგება", - აღნიშნა მაკკეინმა.

მაკკეინმა რუსეთს "ნავთობგასამართი სადგური" უწოდა და თქვა, რომ ეკონომიკური სანქციების გატარება მნიშვნელოვანია.

"რუსეთი არის ნავთობგასამართი სადგური, რომელიც ქვეყნობას იჩემებს. იქ კლეპტოკრატია, იქ კორუფციაა. ის არის ერი, რომელთა ეკონომიკაც ნამდვილად დამოკიდებულია მხოლოდ ნავთობსა და გაზზე. ასე რომ, ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვანია. დაეხმარეთ უკრაინელებს სამხედრო თვალსაზრისით, და ისინი საკუთარ თავს თავად დაიცავენ. ხელახლა აამუშავეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები პოლონეთსა და ჩეხეთში. შეხედეთ მოლდოვასა და საქართველოს, ორივე, რომლებიც ოკუპირებული არიან რუსი სამხედროების მიერ, უნდა გახდნენ NATO-ს წევრები", - თქვა მაკკეინმა.

მაკკეინმა ამერიკას მოუწოდა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარებისკენ - ლეტალური თუ არალეტალური ტექნიკით.

კომენტარები