საქართველოს პროკურატურა

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროკურატურაში დაიბარეს

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

აგრარული უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი დაიბარეს. ის ხვალ დილის 11 საათზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ნიკა პაპაშვილთანაა დაბარებული. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხეს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და პროკურატურაში დაიბარეს თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე. გამოძიება 2011 წლის ფაქტზეა დაწყებული. საგამოძიებო ორგანოები სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ მიუთითებენ. 

 

კომენტარები