ჰაკათონი

აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში სტუდენტური მარათონი - ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა სტუდენტურ მარათონს - ჰაკათონს უმასპინძლეს.

კონკურსის ორგანიზატორი სტუდენტური ორგანიზაცია უნიჰაკი იყო და მასში 250-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.

მარათონში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. ისინი 48 საათის განმავლობაში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობდნენ. სხვადასხვა სახის მობილური თუ კომპიუტერული აპლიკაცია სწორედ ამ დროის განმავლობაში შექმნეს.

მარათონის გამარჯვებული გახდა „პროგრამა ანდროიდისთვის“, რომელიც ზომავს, თუ რამდენად კარგად მართავს მძღოლი ავტომობილს და მას შეცდომებზეც მიუთითებს.

ჰაკათონი წელს უკვე მეორედ ჩატარდა. საპრიზო ფონდი ათასიდან 4 ათას ლარამდე იყო.

კომენტარები