არასაპარლამენტო ოპოზიცია

ქრისტიან-დემოკრატები და ბურჯანაძის პარტია გაერთიანდნენ

radiotavisupleba.ge

ქრისტიან-დემოკრატები და ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო გაერთიანდნენ. ამის შესახებ ტაბულას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.

„არასაპარლამენტო ფლანგზე კოალიციური ერთობის ჩამოყალიბება შედგა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები კოალიციური ერთობის ჩამოყალიბების კუთხით დემოკრატიულ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას შორის დასრულებულია.

გარკვეული მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთანაც მიმდინარეობს. კონსულტაციები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

დაინტერესებულებიც ვართ, რომ ამ გაერთიანებაში რაც შეიძლება მეტი სახე იყოს. ერთ კვირას ალბათ ეს ვერ გადაცილდება, იმიტომ რომ საარჩევნო კალენდარი მეტის საშუალებას არ გვაძლევს და ეს პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა ახვლედიანმა. 

კომენტარები