ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა

დიმიტროვი: ვერ ვხედავ რაიმე სიგნალს, რაც ხელს შეუშლის ხელშეკრულების ხელმოწერას

eeas.europa.eu

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ძალიან მალე მოაწერს. კითხვას რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საფრთხე ხომ არ შეექმნება ხელმოწერას, დიმიტროვი პასუხობს, რომ ის პროცესის შეფერხებას არ ელის.

”როგორც იცით, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან უკვე პარაფირებულია. ველით, რომ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს. როდესაც ვამბობ ძალიან მალე, ეს ნიშნავს, რომ იმაზე მალე, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ველოდით. ბევრი მუშაობა მიმდინარეობს ტექნიკური მომზადების მხრივ. პრეზიდენტმა ბაროზომაც აღნიშნა, რომ ხელმოწერა მოხდება იმაზე ადრე, ვიდრე იგეგმებოდა. ეს საქართველოსთვის კარგი ამბავია.

ვერ ვხედავ რაიმე სიგნალს, რაც ხელს შეუშლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს თუ მოხდა , მოულოდნელი იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. მჯერა, რომ ეს მოულოდნელობა არ მოხდება”, - თქვა დიმიტროვმა.

კომენტარები