ჩაჩუას საქმე

პროკურატურა ჩაჩუასთვის წაყენებული მუხლის ხანდაზმულობის ვადის გასვლას უარყოფს

მთავარი პროკურატურა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის, ლევან ჩაჩუასთვის ამნისტირებული მუხლით წაყენებას უარყოფს. როგორც ტაბულასთან საუბარში მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ დოლიძემ აღნიშნა, 342-ე მუხლს, რომელიც სამოხელეო დანაშაულს გულისხმობს, ამნისტია არ შეხებია. გარდა ამისა, დოლიძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, 342-ე მუხლი ხანდაზმული არ არის.

„ამდენად, პატივცემულები მსგავსი განცხადებებით უცოდინრობას და არაკვალიფიციურობას ავლენენ“, - დასძენს თეიმურაზ დოლიძე.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, არსებობს ერთდროულად მინიმუმ ორი საფუძველი ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ დევნისა და გამოძიების შესაწყვეტად. მისი თქმით, ჩაჩუას საქმეზე ვრცელდება ამნისტია და, ასევე, გასულია ხანდაზმულობის ვადა.

კომენტარები