მოქალაქე

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საბანაძე ჩხეტიანმა ჩაანაცვლა

media.ge

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა. როგორც ტაბულას ორგანიზაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი საბანაძე ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ჩაანაცვლა. მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი 17 მარტს შეიცვალა.  

პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცვლილება ივანიშვილის გადაწყვეტილებით და საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდა. მათი განმარტებით, მოქალაქეში ყველანი მოხალისეებად მუშაობენ, აქვთ სხვა სამსახურებიც, მათ შორის, გიორგი საბანაძესაც და ამის გამო იგი ვერ შეძლებდა, აღმასრულებელი დირექტორი ყოფილიყო. ამასთან, პრესსამსახურში  აცხადებენ, რომ საბანაძე მოქალაქის თანამშრომლად რჩება. 

ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე 23 იანვარს დააფუძნა. 

კომენტარები