პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

ბაჩო ახალაია: მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, არ ჩამოვიდეს

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბარებას ეხმიანება. განცხადება ბაჩო ახალაიას ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შემთხვევას იხსენებს.

„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას და ამით რუსული გეგმის განხორციელების საშუალება არ მისცეს. ვინაიდან, შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას სწორედ, ასე მოექცა და მას სახელმწიფოს მშენებლობა არ აპატია,“ - აღნიშნავს ბაჩო ახალაია.

კომენტარები