პატიმრის გარდაცვალება

გეგუთის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე მოხდა.

1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ-ს გარდაცვალების შესახებ ოჯახს უკვე ეცნობა. 

სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

ბოლო ერთ თვეში ეს გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, 5 მარტს გეგუთის ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის, თავისა და ყელის არეში.

კომენტარები