სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ჭიკაიძე: ჩვენს ქვეყანაში კანონზე უზენაესი არავინაა

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ვისაც კანონის წინაშე ვალდებულებები აქვს, მან პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

"კანონზე უზენაესი ჩვენს ქვეყანაში არავინ არის. თუ უკანონობა გაქვს ჩადენილი, აუცილებლად უნდა აგო პასუხი ამ უკანონობაზე. დღეს, მე რომ ჩავიდინო უკანონობა და მომავალში ეს არავინ მომკითხოს, იმიტომ, რომ თანამდებობაზე ვმუშაობდი, ეს გამორიცხულია. ამიტომ, ვისაც კანონის წინაშე ვალდებულებები აქვს, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს",-აცხადებს ჭიკაიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტსაა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაკითხვზე ჩამოსვლას არ აპირებს - ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს ჰოლანდიაში უთხრა.ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

კომენტარები