ბირთვული უსაფრთხოების სამიტი

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე ობამა ღარიბაშვილს მიესალმა

Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე დარბაზში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ობამამ ღარიბაშვილი მოიკითხა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში წარმატება უსურვა.

ცნობისთვის, ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი დღეს გაიხსნა. ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს.

კომენტარები