პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება

სააკაშვილი: ეს პროცესი რომ პოლიტიკურია ამაში ეჭვი არავის ეპარება

mikheil saakashvili official/facebook.com

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემაში "არჩევანი", მის დაკითხვაზე დაბარებაზე ისაუბრა. მისი თქმით იმას, რომ პროცესი პოლიტიკურია ამას სამართალწარმოების პროცესიც ადასტურებს. 

"პირველ რიგში, მართალია ის ხალხი რომ კანონის უზენაესობის პირობებში კანონზე მაღლა არავინ შეიძება იყოს, ოღონდ აქ არის ერთი რამ, კანონის უზენაესობის პირობებში.  ის რომ ეს პროცესი უფრო პოლიტიკური ვიდრე სამართლებრივი, ამაში  პატარა ბავშვსაც არ ეპარება ეჭვი, არა მხოლოდ საქართველოში არამედ ყველას ვინც მსოფლიოში თვალს შეიძლება ადევნებდეს ამ პროცესში...[სამართლის] პირველი პრინციპი ისაა, რომ არის რაღაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, შემდეგ ამ საქმეში  გამოიკვეთება ფაქტები, მერე ამ ფაქტებით გამოიკვეთება ფიგურატები ვინც შეიძება ამ ფაქტებში დამნაშავე იყოს, ამის შემდეგ ხდება სამართლებრივი პროცედურის დაწყება ამ ადამიანების მიმართ და შემდეგ შეიძლება საქმეში ეს ადამიანები ან გამართლდნენ ან გამტყუნდნენ. ეხლა რა არის საქართველოში, საქართველოში ჯერ ცხადდება, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც უნდა გავეკიდოთ, მერე პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას რომ ეს პიროვნება არის დამნაშავე, მერე თავს მოიფხანენ და ფიქრობენ ზუსტად რაშია დამნაშავე უნდა ჩამოვთვალოთ. მერე აღიძვრება ე.წ. სამართლებრივი პროცედურა მორგებული იმაზე რაც უკვე პოლიტიკოსებმა განაცხადეს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ბიძინა ივანიშვილის  და პუტინის როლზეც ისაუბრა. 

"თქვენ გახსოვთ კარგად, რომ არაერთხელ ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით მოჰყვა, რომ სააკაშვილი რა თქმა უნდა გამტყუნდეს და მერე ეკითხებიან აი რაში,  და ნუ ალბათ ჟვანიას საქმეში, ალბათ უნდა გამტყუნდეს ბევრი ფული დახარჯა იმაში, ალბათ უნდა გამტყუნდეს სადმე ექნება ანგარიშები, იმაში. მერე მთელი ეს ორგანოები, რომელიც ჩვენ ვერ შევცვალეთ, ვერ გამოვუცვალეთ და მენტალიტეტი ვერ შევუცვალეთ, ირაზმებიან და ეძებენ ფაქტებს, ან იგონებენ ფაქტებს...თქვენ მოისმინეთ რომ პრემიერ-მინისტრმა, მოქმედმა, ფორმალურმა, განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილი არ გამოცხადდება მოწმის სტატუსით, ჩვენ მასზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ძებნას. სამართლებრივი პროცედურა არანაირ დაუყოვნებლივ პროცედურას, იმ პირობებში თუ მოწმე არ მოდის არ ითვალისწინებს, იქ არის ბევრი სხვადასხვა ალტერნატივა...

ივანიშვილმა გაბედა და სახეში მითხრა რამდენჯერმე ჩემი მასთან დაკონტაქტების დროს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომ თუ არ ჩავიკმეტდი ხმას, როგორც თვითონ ამბობდა, გავაგრძელებდი მენტალურ ძალადობას ქართველ ხალხზე, შევეცდებოდი, რომ ქართველი ხალხი შემდგომში მეცხოვრებინა სიცრუით, მას ვციტირებ, ჩემს წინააღმდეგ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს. ერთი სიტყვით, თუ ხმას არ ჩავიკმიტავდი აუცილებლად დამიჭერდნენ... 

პუტინმა არაერთხელ თქვა საჯაროდ და მედვედევმაც სხვათა შორის, რომ სააკაშვილი ან უნდა მოკვდეს, ნუ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით დაკიდება ამას ნიშნავს... ან უნდა იყოს ციხეში. მან თქვა, რომ ქართველი ხალხი თვითონ გაასამართლებს სააკაშვილს. ქართველ ხალხში გულისხმობდა იმ მთავრობას, მისი აზრით, რომელშიც მან დახარჯა ორი მილიარდი დოლარი... აქ თუ ოდნავ  მაინც ვინმეს ფაქტების დაკავშირება შეუძლიათ, რა შუაშია პუტინი, შუაში კი არა თავშია და თვითონ იძახის ამას და არა ერთხელ უთქვამს ეს და არა ერთხელ დაუტრაბახია... ასე, რომ როცა თავიდანვე პროგრამა განცხადებული იყო თუ რა უნდა პუტინს ივანიშვილის კოალიციიდან, რომელსაც მას მისცა ორი მილიარდი დოლარი... შარშან შემხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კასიანოვი და მითხრა, რომ ნუთუ თქვენ არ გესმით, რომ ორ მილიარდ დოლარს პუტინის გარეშე ვერავინ ვერ მისცემს ვერავის და პუტინი, როცა აძლევს ამაში კონკრეტულ ვალდებულებებს უნდა იღებდნენ. რუსეთიდან ვერცერთმა ოლიგარქმა ვერ გამოიტანა ფული გარდა ორისა, აბრამოვიჩის, პუტინის პირადი მოლარის და ივანიშვილის. ლებედევმა რაღაც წაიწკმუტუნა, ყოფილი კაგებეშნიკია ისიც და ყველაფერი წაართვეს, იაფად გაყიდა ყველაფერი და წამოვიდა. ბერეზოვსკის რა უქნეს ყველამ ვნახეთ, ჯერ გააკოტრეს და მერე სიკვდილამდე მიიყვანეს. ამ ორმა კაცმა გამოიტანა, ნუთუ არ დავსვამთ კითხვას რატომ მისცეს მას ფული. მე ეს კითხვა დავუშვი ივანიშვილს, პირველ შეხვედრაზე მთავრობის დაკომპლექტებაზე რომ მოვიდა,  ძალიან აუღელვებლად მითხრა, რომ მას ყავს ФСБ-სთან კავშირები, ახსენა თავისი დეიდაშვილი თუ მამიდაშვილი შმაგი, რომელიც ФСБ-თან კავშირშია... მან თქვა, რომ მე გამოვაცხადეო, თავიდან არ გვაძლევენო, მერე რაღაც პერიოდი პაუზა აიღესო, და მერე აპრილში წამოვიდა დიდი დაფინანსებაო. მე ვუთხარი, არ სვამ კითხვას რატომ გაძლევენ ფულს იმიტომ, რომ მან თავისი რაც ქონდა გაყიდა უფრო მეტად რაც ღირდა... ძალიან აუღელვებლად მითხრა შენ ვერ გიტანენ და ამიტომო. და თუ ამას ხვდება ეს არის ვალდებულობა ხო?", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები