ექსპერზიდენტი

სააკაშვილი: "მე მივიღე ის ვერდიქტი რაც გამოიტანა ქართველმა ხალხმა"

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი გაბუნიას გადაცემისთვის "არჩევანი" ინტერვიუ მისცა. საუბარში ექსპერზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მიიღო ის ვერდიქტი რაც გამოიტანა ქართველმა ხალხმა. 

"ის რაც ხდება საქართველოში, ჩემთვის ძaლიან მტკივნეულია და განვიცდი. მე მივიღე ის ვერდიქტი რაც გამოიტანა ქართველმა ხალხმა ოქტომბერში, მიუხედავად ჩემი მრავალგზის გაფრთხილებებისას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრი რაღაც ლოგიკურად მოხდა და ელექტორატის ვერდიქტი იყო ისეთი როგორიც იყო. და ამიტომ ძალიან დიდხანს თავს ვიკავებდი ამ ახალი მთავრობის კრიტიკისგან, ვიკავებდი იმ პირობებში როდესაც ბევრი ჩემი მეგობარი ჩემზე ამის გამო იყო ნაწყენი და დღესაც არის ნაწყენი. ნაწყენია იმიტომ, რომ ამბობდა რომ ის აღარ არის ძველი მიშა, აღარაა შემტევი, აღარაა პრინციპული... ეს მთავრობა ვერ გაბედავდა დასავლური ორიენტაციის ესე ღიად შეცვლას, ესე იგი ინერციით მაინც მივგორდეთ ამ ასოცირების ხელშეკრულებამდე და იქნებ როგორმე მივჩანჩალდეთ MAP-მდე, იმიტომ რომ ჩქარ სვლაზე ახლა ზედმეტია საუბარი, იმიტომ რომ ახლა უკვე MAP-ი მოდის ჩვენკენ უკრაინის ფონზე, ახლა უკვე ასოცირება მოდის ჩვენთან უკრაინის ფონზე... ჩემი მოსაზრება იყო, რომ ახლა ბევრი ხმაური  ამას დააზარალებს და ესაა ზუსტად რაც უნდა პუტინს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს.

მაგრამ მეორემხრივ თვალებს ნუ დავხუჭავთ იმაზე თუ რაც არის. არის ის, რომ  ყველაფერი რასაც ჩვენ ვაშენებდით, ყველაფერს შეუდგა წყალი, ჯერ არ ჩამოინგრა ბოლომდე მაგრამ ნამდვილად შეუდგა წყალი და ეს არა მხოლოდ გზებია ან იუსტიციის შენობა, ეს არის ინსტიტუტები, რომელსაც ვაშენებდი. ეს არის ის ინსტიტუტები, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მრავალი თაობის ქართველების კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ შევქმენით და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. 2004 წელი თქვენ როცა ახსენეთ, საქართველოს არ ქონდა არაფერი, საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო. ჩვენ გადავაბარეთ ამ ჯგუფს შემდგარი სახელმწიფო, მრავალ მილიარდიანი დამატებითი შემოსავლებით... ეს ფული პრაქტიკულად დახარჯულია, ბიუჯეტი თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში იმყოფება...

სიცრუეში ცხოვრებაზე, რომ ვლაპარაკობდით, სერიოზულად გვიმტკიცებენ, რომ დანაშაული არის სამჯერ შემცირებული იმასთან შედარებით რაც ჩემ დროს იყო, და ციფრები მოჰყავთ ამის. სერიოზულად გვიმტკიცებენ რომ საქართველოს აქვს 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, გეგონება უცხო პლანეტებზე ვლაპარაკობდეთ,  პლუტონზე ან ვენერაზე. საქართველოში ხომ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც აქვს განცდა არის ზრდა თუ არ არის, ეს ზრდა უნდა აისახოს  ყოველი ოჯახის ზრდაზე, თუ არის 10 პროცენტი ზრდა, ყოველ ოჯახს საშუალოდ უნდა ქონდეს ყოველთვიური ის 10 პროცენტი  შემოსავალი, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ. ახლა უკვე ტელევიზიის რეიტინგებს მიადგნენ და უნდა თქვან, რომ ტელევიზიის საკითხი დახურეს,  იმიტომ რომ ახალი რაღაც უნდა გაჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ რუსთავს კი არ აქვს 40 პროცენტი, არამედ GDS თუ რაღაცას აქვს და თქვენ გაქვთ 2 პროცენტი. ხდება პარალელური რეალობის შექმნა, მრუდე სარკეების რეალობის. ეს არის ის რასაც აკეთებს პუტინი რუსეთში. ახლა ყირიმზე რაც ხდება ეს არის პარალელური პროპაგანდისტური რეალობა. ჩვეულებრივი რუსი ცხოვრობს სხვა პლანეტაზე და დანარჩენი მსოფლიო ცხოვრობს სხვა პლანეტაზე, იმიტომ რომ უყურებს ОРТ-ს, НТВ-ს და ა.შ. საქართველოში ამ როლს ასრულებს ასავალ-დასავალი და რამდენიმე ტელევიზია.  ილია ჭავჭავაძე თავის დროზე პრაქტიკულად გააშავა ქართველების უმრავლესობის თვალში გაზეთმა მგზავრმა და გაზეთმა კვალმა, მაშინდელმა ასავალ-დასავალმა,  ასე რომ პირდაპირი პარალელია. ამდენი წლიანი პროპაგანდა, ამდენწლიანი სიბინძურე, ტყუილები. სანდრა როგორ ვაჭრობდა ორგანოებით, ვიღაცას რაღაცა, რომ მოვაჭამე მე და ჩვენ რა თქმა უნდა ამას სერიოზულად არ აღვიქვამდით. ვფიქრობდი ამდენი ბრიყვი ვინ უნდა იყოს რომ ეს დაიჯეროს, როგორც ჩანს ჩიჩინი მაინც ჭრის" - განაცხადა სააკშვილმა. 

  

კომენტარები