მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: არ მივცეთ საბაბი რუსეთს, რომ დაგვიბლოკოს ასოცირების ხელშეკრულება

www.chveniambebi.info

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში მისი ბევრი თანამებრძოლი ლაპარაკობდა მასობრივი აქციების მოწყობასა და სამოქალაქო კონფრონტაციაზე. როგორც სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, თავად ამას კატეგორიულად არ ეთანხმება.

"ახლა არ უნდა მივცეთ არცერთი გრამი საბაბი, რომ რუსეთმა დაბლოკოს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს საბაბი აუცილებლად გააჩინოს. ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ, მოვითმინოთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ლაპარაკი ადვილია, რადგან ხან აქ ვზივარ, ხან ბრიუსელში, ხან ლონდონში... და ამ დროს, ვიღაცები სხედან საკანში. მაგრამ უნდა მოვითმინოთ რა. ახლა უნდა მივატანოთ როგორმე ამ ასოცირების ხელშეკრულებამდე და იქნებ როგორმე MAP-საც გამოვკრათ ხელი. ახლა შიდა ინტრიგებმა და სიბინძურემ არ უნდა გადაგვალახინოს მთავარი შიდაპოლიტიკური კონტექსტი. ამიტომ, ჩემს მეგობრებს მე ვეუბნები და გუშინაც, გუშინწინაც მქონდა ლაპარაკი, რომ შეწყვიტეთ ლაპარაკი ყოველგვარ მასობრივ აქციებზე. ეს იქნება ახლა დამღუპველი საქართველოსთვის. მოდით, გადავყლაპოთ ჩვენი თავმოყვარეობაა თუ პატივმოყვარეობა, ჩვენი თავი ჯანდაბას წაუღია, ახლა, ნურაფერს ნუ გავაკეთებთ, ნუ გავახარებთ მტრის გულს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები