17 მაისის აქცია

ვაჭარაძე: 17 მაისს საქართველოში აქციის გამართვას არ ვგეგმავთ

identoba.com

LGBT ორგანიზაცია იდენტობა 17 მაისს, საქართველოში აქციას არ გეგმავს - ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ, თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ვაჭარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

”1. 17 მაისს საერთოდ არ ვგეგმავ საქართველოში ფიზიკურად ყოფნას.

2. ადამიანის უფლებების დაცვა 15 წუთით, 17 მაისს არ ხდება. მე პირადად ამას ვაკეთებ წელიწადში ყველა დღეს, შაბათ-კვირის ჩათვლით. ასე რომ, 17 მაისი ჩემთვის საკრალური დღე ნამდვილად არ არის ამ აზრით.

3. ამას გარდა, ჩემთვის არ არის ცნობილი რაიმე სხვა ღონისძიების შესახებ, რომელიც 17 მაისს შეიძლება იგეგმებოდეს სხვა რომელიმე ორგანიზაციის მიერ.

4. თუ მართლა გაწუხებთ ადამიანის უფლებები, 17 მაისის გასკანდალებით ამას ვერ მიაღწევთ. თქვენი სპეკულაციების მხარდაჭერა კი "იდენტობას" არაფერში აწყობს ან აინტერესებს. 17 მაისი ჩვენთვის არ არის რაიმე მატერიალური სიკეთის მომტანი, არც გრანტების, მათ შორის. ამიტომ, რადგან ეს დღე ასეთ სიძულვილს იწვევს, ჩვენ არ გვსურს ვინმეს ჯინაზე, სოციალური უფსკრულის გაღრმავება.

5. ასე რომ, შინაური და გარეული მედია სჯობს შეეშვას ადამიანის უფლებებით სპეკულაციას. ყველასთვის ასე აჯობებს.

6.შესაბამისად, არცერთ მედიას არ მივცემთ არცერთ ინტერვიუს 17 მაისთან დაკავშირებით, რადგან აბსოლუტურად არაფერს არ ვგეგმავთ ამ დღეს.

7. თუ რუსეთს საქართველოს დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი, სჯობს სხვა საბაბი გამოიგონოს. მე არ მივცემ ვინმეს საშუალებას, რომ ადამიანის უფლებები თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ეს ეხება პუტინსაც, ქართულ მედიასაც და ქართველ პოლიტიკოსებსაც.

იმედი მაქვს, გასაგებად გამოვხატე აზრი. მადლობა ყურადღებისთვის”, - წერს იდენტობის ხელმძღვანელი. 

კომენტარები