ევროკავშირი-საქართველო

ცაბრნოხი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

www.ods.cz


ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ფილიპ დიმიტროვს და საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის წინ დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომიტეტის წევრების ელჩებთან შეხვედრის მიზანია საქართველოში გამართული შეხვედრის შედეგებს შეჯამება.

„საქართველო არის ქვეყანა განვითარებადი ახალგაზრდა დემოკრატიით. ის ამჟამად კარგად ვითარდება და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მილან ცაბრნოხმა.

კომენტარები