სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

პროკურატურასთან გამართულ აქციაზე მელორ ვაჩნაძე დააკავეს

მთავარ პროკურატურასთან სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მელორ ვაჩნაძე დააკავეს.
ვაჩნაძის განცხადებით, იგი მზადაა უწყებასთან განვითარებული მოვლენების გამო პასუხი აგოს. ვაჩნაძე საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, აქცია გამართეს. კონტრაქცია მოაწყვეს მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა. მათ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კვერცხები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

მელორ ვაჩნაძე აქციის დასრულების დროს დააკავეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურას დღეს, 13:00-ზე, მოწმის სახით უნდა დაეკითხა. თუმცა, სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

კომენტარები