ახალი ტექნოლოგიები

Facebook-მა Oculus შეიძინა

youtube.com

Facebook-მა ლიდერი კომპანია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების წარმოებაში, Oculus VR, 2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

Oculus VR ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს აკეთებს და ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც Oculus Rift შექმნა. ამ პროდუქტის საშუალებით გეიმერი მთლიანად კომპიუტერით შექმნილ გარემოში გადაეშვება. Oculus Rift-ის თავზე მორგების შემდეგ, მომხმარებელი ვირტუალურ სამყაროში ხვდება.

Facebook-ის შემქმნელის მარკ ზაკერბერგის განცხადებით, Oculus VR მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობს, Facebook მას ფინანსურად დაეხმარება, რათა კომპანიამ დააჩქაროს განვითარება.

”ეს მხოლოდ დასაწყისია. თამაშების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ Oculus-ის სხვა მიმართულებით განვითარებასაც. წარმოიდგინეთ, სწავლობთ ოთახში, სადაც თქვენთან ერთად სტუდენტები და პროფესორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიკრიბნენ. სათვალის გაკეთებით სასურველ პროფესორს პირდაპირ ესაუბრებით”, - განაცხადა ზაკერბერგმა.

კომენტარები