საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა 60 პირს სურს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა 60 კანდიდატს სურს. ვაკანტური 5 ადგილია. განაცხადების მიღება 26 მარტს 18 საათზე დასრულდა. სამეურვეო საბჭოს წევრობის  კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:

დავით ხვადაგიანი, პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი, ზვიად კირტავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ გარაყანიძე, გიორგი კოხრეიძე, ტარიელ ფუტკარაძე, ვილი პაჭკორია, დავით ცინცაძე, მინდია ტურაბელიძე, ნინო (ნინია) კაკაბაძე, ხათუნა საგინაშვილი, მალხაზ ასლამაზიშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, კონსტანტინე ბაღდადიშვილი, გენადი გელაძე, მარგარიტა (რიტა) დოლიძე, არჩილ შუბაშვილი, თეიმურაზ ქორიძე, ბეჟან ხარებაშვილი, ნონა დარასელია, თამაზ ხომერიკი, თამარ ამაშუკელი, ზაზა ფირცხალაიშვილი, გიორგი ბერძული, მიხეილ მირზიაშვილი, ალექსანდრე ვახტანგოვი, გრიგოლ გოგელია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ილია მხეიძე, ოთარ შაორშაძე, ლიანა (ლიკა) გიორგაძე, ირაკლი პაპავა, ირინა ფუტკარაძე, თამარ დეკანოსიძე, აკაკი ჩარგელაშვილი, რაულ ჩანტლაძე, ბადრი თევზაძე,  იზაბელა ოსიპოვა, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, პაატა მილორავა, ია მამალაძე, ემზარ დიასამიძე, ლევან ღვინჯილია, ნესტან ნიჟარაძე, ნუნუ (ლელა) რაზიკაშვილი, ნიკა რამიშვილი, ირმა ზოიძე, გია ღარიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, ავთანდილ კახნიაშვილი, ივანე ბერიძიაშვილი, მანანა გიორგობიანი, დავით კიზირია, ელენე (ბაკა) კვირცხალია, ემზარ პაქსაძე, თამარ ალფაიძე, ნუგზარ სუარიძე, ირაკლი მაჭავარიანი, ცირა ბარამიძე.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია აღნიშნული,  მეურვეობის კანდიდატი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლის - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და  სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი 9-კაციანი კომისია კანდიდატებს cv-ისა და მაუწყებლის განვითარების კონცეფციის საფუძველზე შეარჩევს.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის და 23 იანვრის სხდომებზე, პარლამენტმა GPB-ის მეურვეობის ჯამში ოთხი კანდიდატი დაამტკიცა - ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, მარინა მუსხელიშვილი და ნათელა სახოკია.

კომენტარები