პრემიერის ინიციატივა

კუბლაშვილი: პრემიერის ინიციატივა კოლექტიური ჯაჭვლიანისთვის გადახდილი ხარკია

„პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა კოლექტიური ჯაჭვლიანისთვის გადახდილი ხარკია,“ - მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი.

კუბლაშვილის თქმით, საქართველო მთავრობა ამ ხარკის გადახდის გარეშე გუნდის შიგნით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე თანხმობის მიღწევას ვერ ახერხებს. „ეს სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია,“ - შენიშნავს კუბლაშვილი.

პარლამენტარის აზრით, პრემიერი პირველ რიგში კრიმინალის შემცირების, დასაქმებისა და სოციალური პრობლემების შესახებ უნდა მსჯელობდეს და არა თავისი გუნდის წევრების დარწმუნებაზე. 

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

კომენტარები