NBA 2014 წლის სეზონი

ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება ლეიკერსთან

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

8-მატჩიანი უიღბლო სერიის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნავსი გატეხა. მილუოკელებმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 108:105 გაიმარჯვეს.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა მილუოკი ბაქსმა. ვისკონდინურმა გუნდმა შინ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში - 108:105 გაიმარჯვა.

ქართველმა ზაზა ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საბოლოოდ 21,33 წუთში 10 ქულა მოაგროვა, რასაც 2 მოხსნაც დაუმატა. 

მილუოკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ბრენდონ ნაითი იყო, რაიმონ შესენსმა კი 22 ქულის მოგროვება შეძლო.

შემდეგ შეხვედრას 29 მარტს, მილუოკი ბაქსი მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები