NATO-ს ახალი გენერალური მდივანი

როიტერი: იენს სტოლტენბერგი ანდერს ფოგ რასმუსენს შეცვლის

watanzaniaoslo.blogspot.com

ანდერს ფოგ რასმუსენს NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.  

საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, 55 წლის იენს სტოლტენბერგის კანდიდატურა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზე დაადასტურეს. იენს სტოლტენბერგი რასმუსენს NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან შეცვლის. 

"უკრაინის კრიზისი გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო. კოლექტიური თავდაცვის იდეა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის გათვალისწინებით, თუ როგორც იყენებს რუსეთი შეიარაღებულ ძალებს ევროპაში საზღვრების შესაცვლელად. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ იმას, რაც მან ჩაიდინა, საფასური აქვს" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

კომენტარები