ადგილობრივი არჩევნები თურქეთში

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის პარტია ლიდერობს

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ არჩევნებში თავისი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) გამარჯვების შესახებ განაცხადა.

Al Jazeera-ს ცნობით, ამ დროისთვის ხმათა 98%-ია დათვლილი. ერდოღანის პარტიამ ხმათა 45.6% დააგროვა, ხოლო ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ - 27.9%.

"თქვენ მხარი დაუჭირეთ თურქეთის იდეალებს, პოლიტიკას, თქვენს პარტიასა და თქვენს პრემიერმინისტრს", - მიმართა ერდოღანმა მხარდამჭერებს ანკარაში.

BBC-ის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყველა მის მტერს, რომელიც მას კორუფციასა და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ადანაშაულებდა, ეს ძვირად დაუჯდება.

კომენტარები