საფრანგეთის პრემიერმინისტრად მანუელ ვალსი დაინიშნა

lemonde.fr

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შინაგან საქმეთა მინისტრი მანუელ ვალსი პრემიერმინისტრად დანიშნა. ოლანდის თქმით, ვალსი თავში "მებრძოლ ხელისუფლებას" ჩაუდგება. 51 წლის მანუელ ვალსმა ჟან-მარკ აირო შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ჟან-მარკ აირო და მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები გადადგნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას გამართული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში მმართველი სოციალისტური პარტიის სერიოზულ მარცხს უკავშირდება. სოციალისტებმა ხმათა 42 % მიიღეს, მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ კი – 49 %.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მემარცხენეებმა მმართველობა 155 ქალაქში დაკარგეს. 

 

კომენტარები