თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

დიმიტროვი წიკლაურის საქმეზე: ეს დემოკრატიული განვითარებისთვის არახელსაყრელია

eeas.europa.eu

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების კარგად ჩატარებაა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები დემოკრატიული განვითარებისთვის არახელსაყრელია.

”ადამიანების ცემა ყოველთვის ცუდია, მით უმეტეს, პარლამენტარის და საპარლამენტო ოპოზიციის, ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს აჩენს მოლოდინს, იქნებიან თუ არა ინსტიტუციები ისეთი ძლიერი, რომ რეალობა გამოარკვიონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გამოძიების კარგად ჩატარება, რათა განიმარტოს, ვინ ჩაიდინა ეს და ვინ დგას ამის უკან, რომ ვნახოთ ნამდვილი სამართლებრივი შედეგები. ყველა ასეთი შემთხვევა არახელსაყრელია დემოკრატიული განვითარებისთვის”, - თქვა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

კომენტარები