IRI-ის კვლევა

დარჩიაშვილი: საზოგადოება ადეკვატურად აფასებს ქართული ოცნების ქცევას

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა IRI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას თქვა, რომ "ჩვენთვის პოლიტიკურად ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა, რაც ქართულ ოცნებას აქვს პროცენტული მაჩვენებელი, ის ჩვენ გვქონდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება".

დარჩიაშვილი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები კონფიდენციალურია და ის მათ ვერ გაახმაურებს, თუმცა ის მონაცემები, რაც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, პარტიისთვის საკმაოდ დამაიმედებელია.

"IRI-ს კვლევები ყოველთვის გამოირჩევა ობიექტურობით რამდენადაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ყველა კვლევაში არსებობს ცდომილების ხარისხი, მაგრამ ნამდვილად ვერ დავემსგავსები იმ უპასუხიმგებლო წრეებს, რომლებიც სოციოლოგიას ლანძაღვენ და შეთითხნილად ნათლავენ. ეს იგივეა, რომ სარკეში ჩაიხედო და სარკეს ეჩხუბო, თუ რამე არ მოგეწონება. უფრო შინაარსობრივ მხარეზე რომ ვისაუბროთ, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოება უფრო ადეკვატურად აფასებს ქართული ოცნების ქცევას და დაპირებებს, სულ უფრო და უფრო ხედავს, რომ დიდი იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პროცენტი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შედეგებს, ვფიქრობ, ის არის ადეკვატური შექმნილი ვითარებისა და დამაიმედებელი. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად უკეთესი იქნებოდა, რაც ქართულ ოცნებას აქვს ის, პროცენტი ჩვენ გვქონდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება", - თქვა დავით დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ეიფორიიდან და ყალბი დაპირებების ილუზიიდან გამოსვლას დრო სჭირდება.

კომენტარები