ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი

თაქთაქიშვილი: წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე ჭანჭიკებზე ღლაბუცობს

0 კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საუბრობდა.

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, წულუკიანი არცერთ იმ კითხვაზე არ სცემს პასუხს, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ”დღეს საქართველოში კლავენ მოწმეებს, იტაცებენ მათ, მაგრამ გამოძიება არაფერს აკეთებს”.

"მე კომიტეტის სხდომაზე მოსული ვიყავი იმისთვის, რომ იუსტიციის მინისტრისგან გამეგო, რას აკეთებს და გააკეთებს ის მომავალში ქვეყნის კატასტროფული მდგომარეობის გამოსასწორებლად. დღეს საქართველოში კლავენ მოწმეებს, იტაცებენ მათ, მაგრამ გამოძიება არაფერს აკეთებს. საგამოძიებო სტრუქტურები არის პოლიტიკური იარაღი ბიძინა ივანიშვილის და ჰაკიმ ფაშას ხელში. როდესაც იუსტიციის მინისტრი მოდის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, უნდა ილაპარაკოს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, რა არის იმისათვის საჭირო, რომ მეტი პატიმარი ციხეში არ მოკვდეს. წულუკიანი კი კომიტეტის სხდომაზე ჭანჭიკებზე ღლაბუცობს. გაოგნებული ვარ და აქ პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი არ შეიძლება", - თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები