IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს. ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1%, 5%-ს კი ამ საკითხზე აზრი არ გააჩნია.

გამოკითხულთა 93% სანდო ინსტიტუციად ჯარს თვლის, 2% არ თვლის სანდოდ, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.

ნდობის რეიტინგში მესამე პოზიციას, 84%-ით, ქართული მედია იკავებს, ქართულ მედიას არასანდო ინსტიტუციად 9% ასახელებს, ხოლო 7%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პოლიციას სანდოდ გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, 10% არ მიიჩნევს, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

საქართველოს მთავრობას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 69 % ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

საქართველოს პარლამენტს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 68% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით, პრემიერმინისტრის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 67% ასახელებს, 16%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, 17%-ს კი პასუხი არ აქვს.

პრეზიდენტის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 13%-ს პასუხი არ აქვს.

განათლების სისტემას სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 11%-ს პასუხი არ აქვს.

სასამართლოს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 23%-ს კი პასუხი არ აქვს.

ცენტრალურ საარჩვენო კომისიას სანდოდ გამოკითხულთა 50% ასახელებს, 19%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 31%-ს პასუხი არ აქვს.

საქართველოს პროკურატურას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 25%-ს კი პასუხი არ აქვს.

ეროვნულ ბანკს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, 32% არ მიიჩნევს, 19%-ს კი პასუხი არ აქვს.

ადგილობრივ თვითმმართველობას სანდოდ გამოკითხულთა 47% ასახელებს, 35%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 18%-ს პასუხი არ აქვს.

ომბუდსმენის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 46% ასახელებს, 20%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 34%-ს პასუხი არ აქვს.

პოლიტიკურ პარტიებს სანდოდ 37% მიიჩნევს, სანდოდ არ მიიჩნევს 44%, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს.

სანდოობის რეიტინგში ბოლო ადგილს გუბერნატორების ინსტიტუტი იკავებს. სანდოდ 32% ასახელებს, 36%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს,32%-ს კი პასუხი არ აქვს.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

 

კომენტარები