სამართალდამცველების მხრიდან ძალადობა

ჭიკაიძე: მოქალაქეთა შეურაცხყოფისთვის რამდენიმე თანამშრომელი დაისაჯა

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოყვანილ ფაქტებს, მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთა პოლიციელთა დანაშაული, ისინი აუცილებლად დაისჯებიან.

"თუ ასეთი რამე იყო, პროკურატურა აუცილებლად გამოიძიებს და თუ დანაშაული გამოიკვეთა, აუცილებლად დაისჯებიან", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია სამართალდამცველთა და ციხის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე საუბრობს.

კომენტარები