ეკონომიკური ზრდა

მარგველაშვილი: როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ინვესტიციებმა იმატა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 3%-იანი ზრდა იმიტომ დაფიქსირდა, რომ შარშან ბიზნესს თავი პოლიტიკურმა ცვლილებამ შეაკავებინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ინვესტიციებმა იმატა.

"პოლიტიკურმა ცვლილებამ ბიზნესს თავი შეაკავებინა და ამის გამო მოხდა 3%-იანი და არა 6%-იანი ზრდა. ბოლო კვარტლის პოზიტივიც ამაზე მიგვანიშნებს - როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკა, გაიზარდა ინვესტიცია", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები