ვითარება უკრაინაში

რასმუსენი: თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება, ამას ისტორიულ შეცდომას ვუწოდებ

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ეს ისტორიული შეცდომა იქნება და მის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს.

”თუ რუსეთი უკრაინაში კიდევ შეიჭრება, ამას ისტორიულ შეცდომას ვუწოდებ. ეს გამოიწვევს საერთაშორისო იზოლაციას. ეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე იმოქმედებს. ეს იქნება შეცდომა უზარმაზარი სტრატეგიული შედეგებით”, - თქვა რასმუსენმა.

NATO-ს სამხედრო მეთაურის, ამერიკის საჰაერო ძალების გენერალის ფილიპ ბრიდლავის თქმით კი, თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შესვლას, ის მიზანს 3-5 დღეში მიაღწევს. 

კომენტარები