ბიზნესი

ჰამარბერგი: როგორც ჩანს, საკუთრების იძულებით ჩამორთმევა ახლაც გრძელდება

www.radiotavisupleba.ge

"ჩემს მიერ არსებული ანგარიშები ასახავს საკუთრების იძულებით ჩამორთმევის იმ შემთხვევებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევების გამოძიება არ მოხდა და მესაკუთრეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა, მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი პრობლემები გრძელდება ამ ხელისუფლების პირობებშიც კი" - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

თომას ჰამარბერგის თქმით, განიხილეს საკუთრების უფლების საკითხები და იმსჯელეს იმაზე, რომ ადრე მფლობელებს საკუთრებას ართმევდნენ და სახელწიფოს გადასცემდნენ.

"მათ უხდებოდათ ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომ ეს ნებაყოფლობით ხდება. თუმცა, ცხადია, ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო ნებაყოფლობითი ქმედება. ამასთან დაკავშირებით ბევრი ჩიოდა და არსებობს მოთხოვნა რომ მათ გაეცეთ ისეთი პასუხი, რომელიც მათ სამართლიანობის აღდგენაში დაეხმარებათ. ისინი ან დაიბრუნებენ იმ ქონებას, რომელიც ჩამოერთვათ, ან მიიღებენ კონპენსაციას. თუმცა, მათ აქვთ უფლება მიიღონ ღირსეული პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ერთ-ერთმა მათგანმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საკითხების სასამართლოში იჩივლა. ჩემი აზრით, ეს კარგი ინიციატივაა და ვფიქრობ საინტერესო იქნება მათი განაჩენის ნახვა. ვიმედოვნებ, რომ მათი განაჩენი კარგი მაგალითი იქნება საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც დღეისთვის საქართველოში არსებობს" - განაცხადა ჰამარბერგმა.

კომენტარები