შალვა თათუხაშვილის საქმე

ნაციონალური მოძრაობის კითხვები მთავარ პროკურატურას თათუხაშვილის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავარი პროკურატურის მისამართით, შალვა თათუხაშვილის საქმეზე გასაჯაროებულ მასალებთან დაკავშირებით, შემდეგ კითხვებს აქვეყნებს: 

1. რატომ იქნა ნაჩვენები არასრული ვიდეო, რომელზეც არ ჩანს თარიღი/დრო? საიდან ვიცით, რომ რაც ვიდეოზე ჩანს, მართლა პროკურატურის მიერ მითითებულ დღეს და დროს ხდებოდა?

2. 25 თებერვალს პროკურატურიდან შალვა თათუხაშვილი გამოვიდა ღამის 3.30-ზე. თუ დაკიტხვა დამტავრდა 8 საათზე როგორც პროკურატურა ამბობს, რას აკეთებდა შალვა შიგნით რამის 3.30-მდე?

3. გამოქვეყნებულ ვიდეოზე არ ჩანს რა ხდებოდა დაკიტხვის შუაში, როდესაც ადვოკატებს დაატოვებინეს დაკიტხვის პროცესი. რატომ?

4. თუ ზეწოლა არ იყო, რატომ დაწერეს ადვოკატებმა რომ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, როცა მათ აქვთ უფლება არ მიეცათ ჩვენება? და რატომ იმალებიან დრეს ეს ადვოკატები, მითუმეტეს თუ ოჯახის ახლობლები არიან?

5. პროკურატურა ამბობს რომ 25 თებერვალს, შალვა თათუხაშვილი დაცვამ მიიყვანა სახლში, საიდანაც ის გაიქცა, გადახტა ფანჯრიდან. ოჯახი აცხადებს, რომ სახლსი ფანჯრებზე გისოსებია და გადახტომა შეუძლებელია. რასთან გვაქვს საქმე?

6. ვინ ახორციელებდა დაცვას? მათი სახელები და გვარები? ამოიღო თუ არა პროკურატურამ საკომუნიკაციო ანძების მონაცემები სად გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები 25 თებერვალს, დაკითხვიდან თათუხაშვილის გამოყვანის შემდეგ?

7. პროკურატურა აცხადებს რომ ძებნა არ გამოცხადდა რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართიათ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ლილოში აღმოაჩინა პოლიციამ თათუხაშვილი და რადგან იძებნებოდა, დააკავეს და დაკიტხვაზე წაიყვანეს. თან არ იძებნებოდა და თან იძებნებოდა?

8. პროკურატურა აცხადებს რომ ძებნა არ გამოცხადდა რადგან თათუხაშვილის ოჯახის წევრებს არ მიუმართიათ ასეთი თხოვნით პროკურატურისთვის. პროკურატურა ასევე აცხადებს რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის გამოყოფილ დაცვას. თუ ის იყო სპეციალური დაცვის ქვეშ და თუ პროკურატურა ამტკიცებს რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების, ლოგიკური არ იყო რომ ავტომატურად დაწყებულიყო მისი ძებნა? იქნებ მართლა ახალაიებმა მოიტაცეს?

9. დაკიტხვის დროს უნდა ჩანდეს პროკურორი და კითხვა - პასუხი, კითხვა - პასუხი. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაღაც პრესკონფერენციის მსგავსი. რატომ?

10. სხვა მოწმეებსაც ეკითხება პროკურატურა და იღებს მოწმის ჩვენებებს კითხვით, ხომ არ ქონდა ადგილი მათ წამებას და მათზე ზეწოლას? მხოლოდ თათუხაშვილს კითხეს ეს კონკრეტული კითხვა თუ სხვა მოწმეებსაც? რატომ? თავს ხომ არ იზღვევდა პროკურატურა, რადგან იცოდა, რომ წამების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროებულიყო და ალიბი სჭირდებოდა?

11. თუკი რეალურად აინტერესებდათ, იყო თუ არა თათუხაშვილი ნაწამები, თუკი პროკურატურას ეშინოდა, რომ ცილს დასწამებდნენ და დააბრალებდნენ წამებას და ამიტომ გადაუღეს ეს ვიდეო, თუნდაც იმ ვიდეოზე რატომ არ გადაიღეს ის, რომ სხეულზე არ ქონდა წამების კვალი? არ დანიშნეს სამედიცინო ექსპერტიცა და მხოლოდ სიტყვიერი ჩვენებით შემოიფარგლენ?

12. რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება იმ ორ პროკურორს, ძნელაშვილს და გილაურს, რომლებზეც ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ ისინი აწამებდნენ შალვა ტათუხაშვილს? რატომ აგრძელებნ ისინი დღემდე ამ საქმის წარმოებას?

13. პროკურატურა ამბობს, რომ ლილოში თათუხაშვილის დაკავების შემდეგ, ის აღმოჩნდა არაადექვატურ მდგომარეობაში (შესაძლოა ალკოჰოლის მოგმედების ქვეშ). ამის შემდეგ მოხდა მისი დაკიტხვა და ვიდეოზე ეს კადრები ჩანს. რამდენად ნორმალურია ადამიანის დაკიტხვა როდესაც ის არ არის ნორმალურ მდგომარეობაში? შესაძლოა ნასვამია?

14. რატომ არ გაასაჯაროა პროკურატურამ პირველი დაკითხვის ვიდეო, სადაც თათუხაშვილმა პირველად გააკეთა ‘აღიარება’?

15. რატომ არ არის დაცვის პროგრამაში ჩასმის მოთხოვნაზე, ოქმზე, თათუხაშვილის ხელმოწერა? ის რომ სხვა დოკუმენტები კონფიდენციალურია, როგორ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ამ ოქმზე არ არის თათუხაშვილის ხელმოწერა? ანუ, თქვენ რომ მოინდომოთ შეგიძლიათ მეც ჩამსვათ დაცვის პროგრამაში ჩემი ფორმალური თანხმობის, ხემოწერის გარეშე?

16. რატომ არ არსებობს ოქმი, რომლითაც დასტურდება რომ თათუხაშვილი გაექცა მისთვის დაცვის სპეციალური პროგრამით გამოყოფილ დაცვას? რატომ აცხადებს პროკურატურა, რომ თათუხაშვილის გაქცევა ჩაითვა მისგან დაცვის პროგრამაზე უარის თქმად? რამდენად ნორმალურია ეს? რაღაც სახის ოფიციალური დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფო აღარ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანის დაცვაზე?

17. რამდენად ლოგიკურია, რომ ადამიანი ამბობდეს ზეწოლის გარეშე, კამერების წინ, რომ მას ეშინია ახალაიების შურისძიების, ითხოვდეს მსპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, და რამდენიმე საათის შემდეგ გარბოდეს ამ დაცვისგან, ემალებოდეს სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავე დროს დროს ატარებდეს ლილოში გასართობ კლუბებში?

18. პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის ოჯახის წევრები არიან ახალაიების გავლენის ქვეშ. თუ შალვა თათუხაშვილი ღიად აცხადებდა რომ მას ეშინოდა ახალაიების შურისძიების და ითხოვდა სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩასმას, რატომ არ უთხრა ეს ყველაფერი საკუტარ ოჯახს? და რატომ აცხადებს ოჯახი, რომ შალვამ მათ მოუყვა როგორ აწამეს, კონკრეტული გვარების მითითებით?

19. თუ ოფიცერი თათუხაშვილი იყო დაცვის ქვეშ და ამავე დროს, მისი მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი საჯაროდ  (ფეისბუქზე) აცხადებდა, რომ შვილი მოსტაცეს, რატომ არ შეატყობინეს მას, ან რატომ არ განაცხადა პროკურატურამ საჯაროდ, რომ შალვა თათუხაშვილი იმყოფებოდა დაცვის ქვეშ, რის შემდეგაც მიემალა დაცვას?

კომენტარები