უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

"გაზპრომი" უკრაინას გაზის საფასურს უზრდის

"გაზპრომის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი მილერის განცხადებით უკრაინა ვეღარ მიიღებს გაზს ფასდაკლებული ტარიფით, რომელიც მას ხარკოვის შეთანხმებით მიეწოდებოდა. მისივე თქმით,  აპრილის თვიდან გაზის ფასი 100 დოლარიდან ათას კუბურ მეტრზე, 485 დოლარამდე გაიზრდება.  მანვე აღნიშნა, რომ  უკრაინული "ნაფტოგაზის" დავალიანება გაზპრომისადმი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

განცხადება, უკრაინის სახელმწიფო გაზის კომპანიის "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელის ანდრე კობოლიოვის და ალექსეი მილერის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. 2 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთი წყვეტს ხარკოვის შეთანხმების პირობების შესრულებას, ვინაიდან სევასტოპოლის პორტი ამჟამად რუსეთის ფედერაციის იურიდიქციის ქვეშაა. ხარკოვის შეთანხმებით, უკრაინა იღებდა გაზს დაბალ ფასში სანაცვლოდ კი, რუსეთს ქონდა უფლება სევასტოპოლის პორტით ესარგებლა. 

 

კომენტარები