საქართველოს საგარეო ურთიერთობები

ზალკალიანი: ვაიმარის განცხადება არ უნდა იქნას აღქმული როგორც უკანდახევა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა, "ტაბულას" ეთერში გადაცემაში "ფოკუსი" საქართველოს საგარეო გამოწვევებზე და ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების განცხადებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების განცხადება არ უნდა იქნას აღქმული როგორც უკანდახევა, არამედ ეს განცხადება გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირი ცდილობს აუხსნას რუსეთს, რომ ასოცირების ხელშეკრულება არაა მის მიმართ გადადგმული მტრული ნაბიჯი.  შეგახსენებთ, რომ 

"მე ყურადღებით წავიკითხე ეს განცხადება რამდენჯერმე და ჩემი ანალიზი ამ განცხადების კითხვის ეყრდნობა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად აკეთებდნენ განცხადებებს ასოცირების ხელმოწერამდე დარჩენილ პერიოდში, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში. რადგან ეს ხაზს უსვამს მათ ინტერესს ჩვენთან მიმართებაში. მეორე მიმართულება თქვენ ახსენეთ, რომ იქ არის საუბარი  ევროკავშირის რუსეთთან დიალოგზე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები,  და ის მოლაპარაკებები რომელიც მიმდინარეობდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე, პარაფირების შემდეგ, და უკვე ხელმოწერამდე დარჩენილი პერიოდში. ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საგანი და აქ რა თქმა უნდა მესამე მხარეს არანაირი ბერკეტი არ აქვს და არ უნდა იყოს ეს ვაიმარის განცხადება იმ კონტექსტში აღქმული, რომ ეს არის უკანდახვევა ან ვთქვათ მათი ჩართვა ამ მოლაპარაკების პროცესში. აქ მოლაპრაკების პროცესი დასრულებული არის და  დარჩენილია მხოლოდ ტექტნიკური საკითხები, არანაირი მოლაპარაკება არ გადაიხედება და არანაირი კითხვისნიშნები საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით არ არის და ვაიმარის განცხადებით ეს კითხვისნიშნები არ ისმევა. აქ საუბარია იმაზე, რომ ხელმოწერის შემდეგ, რუსეთთან ევროკავშირმა ისაუბროს ამ ხელშეკრულების უპირატესობებზე, სიკეთეებზე, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან არ იქნას აღქმული, როგორც მათთვის მტრულად გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ლორან ფაბიუსმა და რადოსლავ სიკორსიმ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას უჭერენ მხარს. გარდა აღნიშნული დიალოგისა, ისინი ევროკავშირსა და რუსეთს ერთობლივ მოლაპარაკებებს სთავაზობენ უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვება.

მინისტრის მოადგილემ,  ასევე ისაუბრა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის მაიკ როჯერსის განცხადების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსეთის ჯარების მოძრაობაზე  და განაცხადა, რომ ყველა პოტენციური საფრთხისთვის კონტრ-ნაბიჯები შემუშავებულია. 

"ჩვენ ძალიან ყურადღებით, და სერიოზულად ვსწავლობთ, ყველა იმ გამოწვევებს, პოტენციურ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ქვეყანას ქონდეს ამ ძალიან რთულ პერიოდში. ეს განცხადებაც და როგორც სხვა განცხადებებიც, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ, რა თქმა უნდა,  არის გულდასმით და ყურადღებით განხილული ჩვენი უწყების და სხვა უწყებების მიერ და ბუნებრივია ჩვენს მიერ არის შემუშავებული ის კონტრ-ზომები, ის კონტრ-ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა ის მონაცემები, რომელსაც აშშ აჟღერებს რომ რუსეთის ფედერაციამ გაზარდა თავისი საჯარისო შენაერთები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ცნობილიცაა, და თვით რუსეთის ფედერაციაც არ მალავს ამას.. ყველა მიმართულებით, იგივე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ, ამის შესახებ ინფორმირებული გვყავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ამის შესახებ ვსაუბრობთ ჩვენ ჟენევის ფორმატში, რომლის 27 რაუნდი სულ ახლახანს დამთავრდა, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა  და ყველა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს არის მუდმივად ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საუბრის თემა, იგივე ჟენევის ფორმატში და ორმხრივ ფორმატებშიც", -  აღნიშნა მან.

ზალკალიანმა საქართველო-NATO-ს ურთიერთბებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას. 

 "საქართველოს პროგრესი უნდა იყოს ადეკვატურად შეფასებული, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საქართველომ მიიღოს სამოქმედო გეგმა, და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მოლოდინი... ის ფონი, რომელიც შეიქმნა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ალბათ მომავალში NATO-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოს პროგრესის ასახვის კონტექტში. უკრაინაში ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ქმედებებმა მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თვითონ იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომელთა უმთავრესი დანიშნულება და ფუნქცია არის, მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა, მხედველობაში მაქვს ეუთო, ევროსაბჭო და სხვა ორგანიზაციებია და აქედან გამომდინარე, დიდი არის შეშფოთება და წუხილი ჩვენი ჩვენი პარტნიორების, ევროკავშირის და  NATO-ს წევრი ქვეყნების იმასთან დაკავშირებით თუ როგორი პასუხი უნდა გაეცეს ამ ქმედებს..."

კომენტარები