რუსეთის მოქალაქეობა

აბაშიძე: ქართველებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების ამბავი გაზვიადებულია

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაზვიადებულს უწოდებს ინფორმაციას, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რიგები დგას. ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"რუსეთის დუმას არსებულ კანონმდებლობაში შეაქვს ცვლილება, რაც გულისხმობს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას. თუმცა, ეს ჯერ განხილვის სტადიაშია, საბოლოო ჯამში, რა სახით იქნება მიღებული, ამის თქმა ძნელია. ამან შეიძლება მომავალში რაღაც გავლენა იქონიოს საქართველოშიც, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ ვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, ვიმეორებ, რომ ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები