თვითმმართველობის არჩევნები

ბურჯანაძის გუნდიდან მერობისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს

0 კომენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე ფოტო: გოჩა ლეჟავა / რადიო თავისუფლება

4 აპრილს, 23:00 საათზე, პოლიტიკური პარტიის, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ერთიანი ოპოზიციის" სახელით თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა. 

ნინო ბურჯანაძის თქმით, "დადგა დრო ბოლო მოეღოს პოლიტიკურ მონოპოლიას და თვითმმართველობას სათავეში ჩაუდგეს ეროვნული, ქართული ღირებულებების მქონე პროფესიონალთა გუნდი, როგორიც არის ერთიანი ოპოზიცია და მათი ღირსეული წარმომადგენელი".

"ქვეყანას არ უნდა მართავდნენ არც დამნაშავეები და არც დილეტანტები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდგომ სიტყვით გამოვიდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

"ეს არის ქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალთა გუნდი, რომელთან ერთადაც გადავლახავთ ჩვენ წინაშე დღეს არსებულ ნებისმიერ პრობლემას. ეს არის ადამიანების ერთობა, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ჩემთვის, ვიყო ერთიანი ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, დიდი პატივია და ამავე დროს არის უდიდესი პასუხისმგებლობა დედაქალაქის ამომრჩევლის წინაშე. ძვირფასო თბილისელებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გადავლახავთ პოლიტიკურ მონოპოლიას და ერთად მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რაც ქალაქს ტკივა. მე მჯერა, თბილისელებო, თქვენი სწორი არჩევანის", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ბურჯანაძემ მოსახლეობას ამცნო, რომ მისი პარტია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს არასამთავრობო ოპოზიციასთან კოალიციის შექმნის მიზნით და რომ გარკვეული შეთანხმება ამ მხრივ უკვე მიღწეულია. ის ასევე დაპირდა ქართველ მოსახლეობას, რომ ყველა რაიონში, ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთიანი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარადგენს ღირსეულ კანდიდატს საკუთარი გუნდიდან. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები