გიგა ბოკერიას დაკითხვა

ბეინერი: საქართველოში ოპოზიციის დევნა დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფაა

ჯონ ბეინერი
Caleb Smith / speaker.gov

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბეინერმა, უშიშროების საბჭოს ყოფლი მდივნის, გიგა ბოკერიას, დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

ბეინერმა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას საქართველოს მთავრობის მხრიდან ოპოზიციური პარტიის სამართლებრივი დევნისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის შეფასება მისცა. 

მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნისა და მათზე ზეწოლის გამო. ჩემი აზრით, საქართველოში განვითარებული მოვლენები უნდა გახდეს საერთაშორისო მასშტაბით ყველა თავისუფალი ქვეყნის შეშფოთების მიზეზი. უმეტეს შემთხვევაში დაკითხვა და დაშინება გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, რაც შორს არის მიუკერძოებელი და სამართლიანი სასჯელაღსრულების სისტემისგან, რომლის პირობებში ცხოვრების უფლებაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს. დღევანდელი დაკითხვის ამბავი, ერთერთი იმათგანია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს არსებული ხელისუფლების ერთგულებას თვისუფლების, გამჭვირვალეობისა და დემოკრატიის პრინციპებისადმი, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება. ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მხოლოდ მზარდი შეშფოთებით ადევნოს თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პირადად მე მაინც მინდა მხარი დავუჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იმ ქართველებს შორის მჭიდრო პარტნიორობას, რომლებიც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების ერთგულნი რჩებიან - ნათქვამია ბეინერის განცხადებაში. 

კომენტარები