თათუხაშვილის საქმე

წულუკიანს თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის სიმართლის სჯერა

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრს თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის სიმართლის სჯერა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"სიმართლე არის ერთადერთი და მე მჯერა, ეს არის ის სიმართლე, რომელზეც საუბრობს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე",-განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, ოჯახს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე.

"დეტალები არ ვიცი, რადგან ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველა ნაბიჯი, ყველა პროცესი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით წარიმართება, უნდა სარგებლობდეს სანდოობის მაღალი ხარისხით, როგორც საზოგადოების, ისე არსამთავრობო სექტორის თვალში და რაც მთავარია ოჯახის თვალში. არ დაგვავიწყდეს, რომ ოჯახს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე" – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები