undefined

უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ ცალკეულ პირებს, წყობიდან ნაკლებად გამოვყავდეთ

David Usupashvili Official

ხელისუფლების წყობიდან გამოყვანაა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა და იმედი მაქვს ისინი ამას ვერ შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცალკეული პირები ცდილობენ, მთავრობის წევრები წყობიდან გამოიყვანონ და  მუშაობა შეაფერხონ.

"დაძაბულობა იზრდება გარკვეულ წრეებში, გარკვეული ყოფილი მაღალჩინოსნების გარშემო და ეს ბუნებრივად იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას. პარლამენტს უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები და პარლამენტის წევრების ჭკუა, გონება და ყველა სხვა რესურსი უნდა იყოს ფოკუსირებული ამ თემებზე. ასე რომ, მე ვისურვებდი, რომ ნაკლებ გამოვყავდეთ წყობიდან ცალკეულ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებით მკაფიოდ ეტყობათ ხოლმე, რომ სწორედ ესაა მიზანი. ხელისუფლების შეფერხება და ოპონენტებთან ზედმეტად ემოციური ოპონირება - ეს სწორედ ხელისუფლების წყობიდან გამოყვანაა და ეს არის ოპოზიციის ამოცანა. იმედი მაქვს, ისინი ამას ვერ შეძლებენ" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს. მისი თქმით ექსპერტიზამ პროკურატურის განცხადება დაადასტურა, რომ თათუხაშვილის სიკვდილი ძალადობრივი გზით არ დამდგარა. 

კომენტარები