უკრაინა

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი აქტივისტების გამოსვლები მიმდინარეობს

ostro.org

უკრაინის აღმოავლეთ რეგიონებში რუსეთის მხარდამჭერი გამოსვლები მიმდინარეობს.პრორუსი აქტივისტები დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და შენობაზე რუსეთის დროშები აღმართეს.  

ლუგანსკის ოლქში პრორუსმა აქტივისტებმა უშიშროების სამსახურის ადგილობრივი განყოფილება ალყაში მოაქციეს და შენობაში შეღწევას შეეცადნენ. ისინი დაკავებული სეპარატისტების გათავისუფლებას, ასევე ქვეყნის ფედერალიზაციას მოითხოვენ.

გუშინ ლუგანსკში უკრაინის უშიშროების სამსახურმა 15 კაციანი შეიარაღებული დივერსიული ჯგუფი დააკავა, რომელის არეულობებს გეგმავდა.

 

კომენტარები