უკრაინის კრიზისი

დონეცკში სეპარატისტები რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვენ

pravda.com.ua

უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ დონეცკში, სადაც დღეს პრორუსმა აქტივისტებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, სეპარატისტთა ყრილობის გამართვა იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეებს განუცხადეს, ისინი დაკავებულ შენობაში 7 აპრილს აღმოსავლეთ რეგიონების წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ.

შტურმის ორგანიზატორები საოლქო საბჭოსგან რუსეთთან შეერთების საკითზე რეფერენდუმის დანიშვნას მოითხოვენ.

ადგილობრივი მედიის ცნობთ, სულ დონეცკის ადმინისტრაციის შენობაში 200-მდე ადამიანი შეიჭრა, კიდევ 600-700 ადამიანი გარეთ, მოედანზე რჩებოდა. შენობის გარშემო სპეცრაზმია მობილიზებული.

პარალელურად, ქალაქ ლუგანსკში პრორუსი აქტივისტები უშიშროების სამსახურის განყოფილების შენობაში შეიჭრნენ. შტურმის ცდოს ორი ადამიანი დაშავდა.
აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინის პრეზიდენტოს მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ლიტვაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, არეულობის დამკვეთები ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი არიან. მისი თქმით, ხელსუფლება სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნებას „სისხლისღვრის გარეშე" აპირებს.

კომენტარები