თათუხაშვილის საქმე

ვოლსკი: ადვოკატი ზაქარეიშვილი თათუხაშვილის ოჯახზე მიჩენილია

„ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის კარნახით, გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ“, - თქვა პრაიმტაიმის პრესკლუბში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

პარლამენტარის აზრით, საეჭვო ის გარემოებაა, რომ დათა ახალაიას ადვოკატი იმ პიროვნების ოჯახს იცავს, რომელიც დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა. „ეს ჩვენება რეალურად დევს“, - თქვა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი თათუხაშვილის საქმის ირგვლივ ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული ქმედებების შესახებაც მიუთითებს. „პარლამენტში პროკურატურის მხრიდან შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ჟურნალისტების სურვილი, რომ ოჯახის წევრებისთვის კითხვები დაესვათ, პროკურატურის სურვილი, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები სათანამშრომლოდ მიიზიდოს, გააფრთებულ წინააღმდეგობას აწყდება. ბევრი გარემოებაა, რომლის გახმაურება არ სურს არც იმ ჯგუფს, რომელსაც ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი წარმოადგენს და არც ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს გია ვოლსკი.

ვოლსკის ვარაუდით, არ უნდა გამოირიცხოს ვერსია, რომ შალვა თათუხაშვილი სახლიდან არ გაპარულა და მიჩენილ დაცვას უთხრეს, რომ იგი გაუჩინარდა. ამასთან, როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, ფაქტია, რომ პროკურატურასთან ურთიერთობისას თათუხაშვილს დაზიანებები არ ჰქონია. 

კომენტარები