აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

უსუფაშვილი: ჩვენს ევროპულ არჩევანს ვერ შეაჩერებს ვერც მოსკოვი და ვერც სხვა

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაჩერებს ვერც მოსკოვი და ვერც ბრიუსელში მყოფი ვინმე, ვისაც სხვა მოსაზრებები აქვს".

მისი თქმით, ვილნიუსში მიმდინარე კონფერენციისას, კოლეგებს უთხრა, რომ "საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიის შუქურა, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და გვჭირდება დახმარება ევროპელი პოლიტიკოსებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ ევროპაში გვქონდეს სათანადო არხები კომუნიკაციის და გვყავდეს მეგობრები".

ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების კონფერენცია გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი თემა ევროპის კავშირში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებია. დღესვე შეხვედრის მონაწილეები შესაბამის რეზოლუციას მიიღებენ. 

კომენტარები