1989 წლის 9 აპრილი

მარგველაშვილი: თავისუფლება ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. პრეზიდენტი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მარგველაშვილის თქმით, 25 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისთვის იბრძოდნენ.

"ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული, მაგრამ ღირს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989 წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს", - თქვა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები