უკრაინის კრიზისი

რუსეთი უკრაინას გაზის ფასს წინასწარ სთხოვს

რუსეთი უკრაინისგან გაზის ფასის წინასწარ გადახდას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობასთან საგანგებო თათბირზე განაცხადა. ვლადიმირ პუტინის თქმით, გაზპრომი უკრაინას იმდენ გაზს მიაწვდის, რამდენსაც კიევი წინასწარ გადაიხდის. თუმცა, პუტინმა მთავრობას დაავალა, გადახდის ახალი წესის შემოღებამდე კონსულტაციები კიევთან გამართოს. მან ასევე რუსეთის მთავრობას განუცხადა, რომ უკრაინიდან იმპორტის ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნოს.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა უკრაინას გაზის ფასზე ყველა შეღავათი გააუქმა და გაზის საფასურად ათას კუბურ მეტრში 485 დოლარი დაუწესა. მაშინ როდესაც წინა თვეებში კიევი მხოლოდ 260 დოლარს იხდიდა. უკრაინის მთავრობა ახალ ფასს არ აღიარებს და გაზის გაძვირებას ქვეყანაზე ზეწოლად მიიჩნევს.

რუსეთის მთავრობის გაანგარიშებით, უკრაინის მიმდინარე დავალიანება მიწოდებული გაზისთვის 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს, საერთო ჟამში კი მოსკოვი კიევისგან 11 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვს.

კომენტარები