ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთს ხმის უფლება 2014 წლის ბოლომდე ჩამოერთვა.

გადაწყვეტილების მიზეზი ყირიმის ანექსია, საქართველოს ოკუპაცია და შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

ამასთან, გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია დაგმო. 154-მა დეპუტატმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 14-მა თავი შეიკავა. 

"საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მათ შორის, გაეროს წესდების, ეუთოს ჰელსინსკის აქტის და ევროსაბჭოს ძირითადი ნორმების. არცერთი არგუმენტი, რომელსაც იშველიებს რუსეთის ფედერაცია თავისი ქმედებების გასამართლებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო. 

კომენტარები