დღეს, უეფას შტაბბინაში ნიონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპიზე გასული გუნდები დაწყვილდნენ.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი მარდიდის რეალს შეხვდება, ხოლო მადრიდის ატლეტიკო ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 22-23 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები - 29-30 აპრილს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში, სპორტინგის სტადიონზე გაიმართება.