უწყებათაშორისი კომისია

წულუკიანი აქტივისტებს კონტრაგიტაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნებამდე, მომავალი ორი თვის განმავლობაში, ყველა პარტიის აქტივისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის - სახალხო მოძრაობებს, კონტრაგიტაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას აქტივისტებს მიმართა, რომ იმ შეხვედრებზე მისვლისგან თავი შეიკავონ, სადაც მათთვის მიუღებელი პოლიტიკური, ან სხვა ტიპის მოსაზრებები გამოითქმის.

„არჩევნები პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შორის შეჯიბრია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ შეჯიბრისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელი პარტია რომელს აჯობებს, ამას ხალხი გადაწყვეტს“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

კომენტარები